воскресенье, 7 декабря 2014 г.

მეცხრე დღე

   დასრულდა ცხრადღიანი ტრენინგის კურსი, ამ მოდულმა გვასწავლა როგორ  დავგეგმოთ  პროექტი, როგორ  ჩავრთო მოსწავლეები პროექტებით სწავლებაში. რაც განუვითარებს მოსწავლეებს  მაღალ სააზროვნო უნარებს: ანალიზის უნარს,  კრეატიულ აზროვნებას, ჯგუფურ მუშაობასა და თანამშრომლობის უნარს, შემოქმედებით უნარს.
    დიდი მადლობა ინტელის კურსის საინტერესოდ  ჩატარებისათვის ტრენერ ნინო მღებრიშვილს!!!!

ჩემი პროექტის პორტფოლიო

суббота, 6 декабря 2014 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

    ტრენინგის მე-7 დღეს ვიმუშავეთ მე-6 და მე-7 მოდულში. მოვიძიეთ  მოსწავლეთა მხარდაჭერისათვის შექმნილი რესურსები,  მოდიფიცირება გავუკეთეთ და დამოვარგეთ სსსმ მოსწავლეთა საჭიროებას. გავაკეთეთ პროექტის გამოწვევის ეტაპზე მოსწავლეთა მოტივაციის შესაქმნელი აქტივობა პროგრამაში pover pointi.

пятница, 5 декабря 2014 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

    მეექვსე  დღეს ვიმუშავეთ შეფასების კრიტერიუმებზე, მეტად  საინტერესო პროცესია.

пятница, 28 ноября 2014 г.

მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღეს ვისწავლეთ "pover pointSi"გაკეთებული სლაიდების პრეზენტაციის ბლოგზე ატვირთვა, ბლოგზე კომენტარების გაკეთება, ვისწავლეთ როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები ინტერნეტში მუშაობისას. მეხუთე დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

четверг, 20 ноября 2014 г.

მე4 დღის რეფლექსია


ტრენინგის მე-4 დღეს ვიმუშავეთ პროექტის შეფასებაზე.  ვისწავლეთ პროექტზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე მოსწავლეთა გაგება- გააზრების, მეტაკოგნაციის, ურთიერთთანამშრომლობისა და სხვა უნარების შეფასება. ტრენინგი დამღლელი, მაგრამ ამავე დროს ნაყოფიერი გამოდგა.
                                                                 თინიკო ნოზაძე

среда, 19 ноября 2014 г.

მე-3 დღის რეფლექსია

დღეს ტრენინგის მე-3 დღეა.დღეს ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტები მოვარგეთ ჩვენი საპროექტო გეგმის მიზნებს. გამოვიყენეთ 21-ე საუკუნის ლექსიკა და ზმნები. ეს დღეც ისეთივე საინტერესო გამოდგა, როგორც წინა 2 დღე.
                                                            თინიკო ნოზაძე

суббота, 15 ноября 2014 г.

მეორე დღე

დღეს კურსის-"პროექტებით სწავლება" მეორე დღეა. ძალიან საინტერესოდ ჩაიარა ტრენინგმა. დღეს ვისწავლე: პუბლიკაციის მომზადება,   c-დისკის გაწმენდა და ბლოგების შექმნა. დღეს ნაყოფიერი დღე  იყო, დღევანდელი ნასწავლი ძალიან გამოგვადგება სწავლებაში.
როგორ უნდა აიტვირთოს პედაგოგის პორტფოლიოზე მასალა?