среда, 12 июня 2019 г.


                                           გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი
თინათინ ნოზაძე

საგანი
ქართული ენა

გაკვეთილის თემა
ქართული დამწერლობა

სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური, მე-3ა კლასი

მოსწავლეთა პროფილი
25 მოსწავლე-კლასში სსსმ მოსწავლე არ არის

გაკვეთილის მიზანი
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე შეძლებს:
v   კითხვის ტექნიკის გაუმჯობესებას;      
v   საინფორმაციო ხასიათის ტექსტის გაგებას და ინფორმაციის დამახსოვრებას;
v   ქართული დამწელობის სხვადასხვა  ანბანის ერთმანეთისაგან გარჩევას;
v   შესაბამისი ლექსიკური ერთეულის ჩასმას სიტყვაგამოტოვებული ტექსტის აღდგენისას და წარადგენს პრეზენტაციის სახით

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი და ინდიკატორები

გაკვეთილის თემა და მიზნები შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს:
ქართ.  3 . 6.
v  მოსწავლეს შეუძლია გაწაფული კითხვა
ქართ. 3. 7.
v  მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება, სხვადასხვა ფორმით მიწოდებული ინფორმაციისა და ტექსტის ურთიერთდაკავშირება
ქართ. 3. 14.
v  მოსწავლეს შეუძლია ნაცნობი ლექსიკის, ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტრუქტურული ელემენტების ადეკვატურად გამოყენება

     დრო
                       45 წუთი
შეფასება და თვითშეფასება
(იხილე დანართი N 1, N 2)

განმავითარებელი შეფასება, ჯგუფური მუშაობის შეფასება, მოსწავლეთა ურთიერთშეფასება
სასწავლო რესურსები

სახელმძღვანელო (ავტორები: ი. იაშვილი, ნ. მხეიძე, მ. აბესაძე), კომპიუტერი, პროექტორი, ქართული დამწერლობის ფერადი პოსტერი, ფორმატის ფერადი ქაღალდი, თაბახის და წებოვანი  ფერადი ფურცლები და ფლომასტერები.
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
მოსწავლეები ფლობენ გაწაფული კითხვის ტექნიკას, იციან ფარნავაზ მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ეპიზოდები, ზეპირად იციან ქართული თანამედროვე ანბანი.
მოსალოდნელი საფრთხე    ( ალტერნატივა)
გადაჭრის გზები
სინათლის გათიშვის შემთხვევაში გამოვიყენებ  კომპიუტერს, დროის ლიმიტი

გაკვეთილის მსვლელობა, საკლასო მენეჯმენტი



აქტივობა N 1




აქტივობის მიზანი:



აქტივობის აღწერა






აქტივობა N 2                                        


აქტივობის მიზანი:
             





აქტივობის აღწერა:










აქტივობა N 3





აქტივობის მიზანი:


აქტივობის აღწერა:







აქტივობა N 4-

აქტივობის მიზანი



აქტივობის აღწერა









აქტივობა N 5


აქტივობის მიზანი:



აქტივობის აღწერა:













აქტივობა N 6

აქტივობის მიზანი


აქტივობის აღწერა
















კლასში საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ გაკვეთილისა თემისა და  მიზნის გაცნობა  და შეფასების რუბრიკების შეხსენება
                                       3 წთ.

წინარე ცოდნის გააქტიურება
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით გამოწვევის ფაზაზე მასწავლებელი სვამს კითხვას - „საქართველოს რომელ მეფეებს იცნობთ?“-3 წთ.

აქტივობის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, ძველ ცოდნაზე ახალი ცოდნის დაშენება და მათი  ურთიერთკავშირის განმტკიცება

მასწავლებელი მიუთითებს დაფაზე დახაზულ „გონებრივი იერიშის რუკა“-ზე, სადაც ცენტრში წერია -„საქართველოს მეფეები“. იგი  მოსწავლეებს სთხოვს, ცნობილი მეფეების სახელებით შეავსონ სქემა. მოსწავლეები ავსებენ „გონებრივი იერიშის რუკა“-ს.

აქტივობის -„5+1“ გამოყენებით განვლილი მასალის გამოკითხვა -5 წთ.

აქტივობის მიზანია მოსწავლემ შეძლებს ისტორიული პიროვნების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ეპიზოდებზე მსჯელობას, შეფასებას  და საკუთარი დასკვნების გამოტანას

მასწავლებელი დაფაზე აკრავს ხელის მტევანს, თითოეულ თითზე წერია საკვანძო კითხვები: „ვინ?            სად? როდის? რატომ?  როგორ? „                     ხელისგულზე კი მეექვსე კითხვაა-„როგორი?“
ტექსტის გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული- „5+1“  მეთოდით მოსწავლეები  ფარნავაზ მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შეფასებას ახდენენ და ამყარებენ  საკუთარი არგუმენტებითა და მოსაზრებებით


ახალი მასალის ახსნა
„პოვერ-პოინტ“-ის პროგრამაში  გაკეთებული სლაიდების პრეზენტაცია, თემაზე: “ქართული დამწერლობა“-7 წთ.
 

მოსწავლეებისათვის   ქართული დამწერლობის ისტორიისა და მისი განვითარების ეტაპების გაცნობა

მასწავლებელი ტექნიკური საშუალების გამოყენებით პროგრამა „პოვერ პოინტ“-ში  მოსწავლეებს აჩვენებს პირველი ქართული ანბანის შემქმნელის-
ფარნავაზ მეფის ფოტოებს, აცნობს ქართული ანბანის განვითარების  ეტაპებს და ესაუბრება ანბანის სახეცვლილების შესახებ. მოსწავლეები ისმენენ მიწოდებულ ინფორმაციას და იმახსოვრებენ.


ახალი ტექსტის- „ქართული დამწერლობა“- წაკითხვა-8 წთ.

გაბმული კითხვის ტექნიკისა და უნარ-ჩვევების გამომუშავება- განმტკიცება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება

მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს საინფორმაციო ტექსტს- „ქართული დამწერლობა“ და გამოსაძახებელი ჩხირების დახმარებით მოსწავლეებს აკითხებს ახალ ტექსტს. კითხვის დროს მასწავლებელი და მოსწავლეები ყურადღებას აქცევენ ტექსტის სისწორეს, ინტონაციასა და პუნქტუაციას. ბოლოს კი განმარტავენ უცხო სიტყვებს და მუშაობენ ლექსიკის გამდიდრებაზე.

ჯგუფური მუშაობა-სიტყვაგამოტოვებული წინადადების აღდგენა-10 წთ.

მოსწავლე შეძლებს ჯგუფურ მუშაობაში თანამშრომლობისა და კომუნიკაციის     უნარების განვითარებას

მასწავლებელი კლასს ყოფს ჯგუფებად და ჯგუფების ლიდერებს ავალებს დაფაზე გაკრული „ბალახის კაბი“-დან მოხიონ მათთვის სასურველი დავალება, რომელზეც მიმაგრებულია „სიტყვების ბანკი“. მოხეულ ბარათზე მოცემულია სიტყვაგამოტოვებული წინადადებები. ჯგუფებს ევალებათ „სიტყვების ბანკი“-დან შეარჩიონ შესაბამისი სიტყვა და ჩასვან წინადადებებში, ისე, რომ წინადადებები შინაარსობრივად გამართული იყოს. შემდეგ კი წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით. მასწავლებელი მოსწავლეებს ჯგუფური მუშაობის დროს აძლევს დროს .
      (  დანართი N 1)                  

 ქართული ანბანის შესახებ ვიდეოს ჩვენება-4 წთ.
ქართული ანბანის მნიშვნელობის გათვითცნობიერება

მასწავლებელი სვამს საკვანძო კითხვას: რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ქართულ ანბანს?
და პასუხების მიღების შემდეგ მოსწავლეებს უჩვენებს ვიდეოს, სადაც ჩანს რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალი თაობებისათვის მშობლიურ ანბანს.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი










შეფასება
მოსწავლეებმა შეძლეს:
v  კითხვის ტექნიკის გაუმჯობესება, შეძლეს ლექსიკური მარაგის გამდიდრება;         
v  საინფორმაციო ხასიათის ტექსტის გაგება და ინფორმაციის დამახსოვრება;
v  ქართული დამწელობის სხვადასხვა  ანბანის ერთმანეთისაგან გარჩევა;
v  შესაბამისი ლექსიკური ერთეულის ჩასმა სიტყვაგამოტოვებული ტექსტის აღდგენისას.

მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს განმავითარებელი კომენტარებით, ჯგუფური მუშაობის კრიტერიუმებით (დანართი 1),  ხდება მოსწავლეთა ურთიერთშეფასება ცერის ნიშნულებით

                  3 წთ.

საშინაო დავალება
საშინაო დავალების მიცემა- მრგვლოვანი დამწერლობის ანბანით საკუთარი სახელისა და გვარის ჩაწერა-2 წთ.

დანართი N1
დავალებები ჯგუფური მუშაობისათვის:
პირველი დავალება:
სიტყვის ბანკი-დაჭერობანას,  ჭორფლით, სათიბში, ჯარი.
პეპის  პაჭუა ცხვირი ........... დაწინწკვლოდა. ერთ დღეს სანდრო და გოგია ............  წავიდნენ. ფარნავაზმა ეგრისის მმართველ ქუჯისთან ერთად ძლიერი ........ შექმნა. ვარსკვლავები მთელ ცაზე .......... თამაშობდნენ.

მეორე დავალება:
სიტყვის ბანკი-ქვეყნის, კასრით, ტროტუარზე, კედლით.
პეპი ერთ ფეხს .......  ადგამდა, მეორეს ქვაფენილზე. სათიბში წყალი პატარა .......... ჰქონდათ წაღებული. ფარნავაზმა მცხეთა ძლიერი ....... გაამაგრა.  რომ იცოდეთ, რა დღეში იყო ......... გამჩენი!

მესამე დავალება:
სიტყვის ბანკი-სტუმრად, მცხეთა, გაჩუქებთ, მარწყვს.
პეპიმ ტომი და ანიკა ............  დაპატიჟა. მამუკა და მალხაზი შუადღემდე .............. ეძებდნენ.  ქართლის  სამეფოს დედაქალაქად ............ იქცა.  ამ ქვეყნად უნდა იყოს წესრიგი და მე ყველას  ............... ოცნებას.


მეოთხე დავალება:
სიტყვის ბანკი- გადაეხვივნენ, ოთახში, გამოქვაბულში, ითმინეს.
პეპიმ თავისი მეგობრები სასტუმრო .......... გაიყვანა.  ბიჭებმა ითმინეს, ............ და ვეღარ მოითმინეს. ფარნავაზმა ............  უამრავი განძი ნახა. ვარსკვლავები ყვავილებს .............. და ცისკენ გაფრინდნენ.


მეხუთე დავალება:
სიტყვის ბანკი- ცრემლები, ტყაპანი, დავაჟკაცებული, აბრუნებდნენ.
ერბოკვერცხმა შეუბრაწავი მხრიდან მოადინა  .............  ტაფაზე. შუადღის შემდეგ ნათიბს ............ სამთითებით. მცხეთაში ფარნავაზი უკვე ............... დაბრუნდა. მთვარე ცაზე მართო დაბორიალობდა და სახეზე ................ ჩამოსდიოდა.


          შეფასების რუბრიკა-(დანართი N2)


თანამშრომლობა

ჩართულობა

დავალების პრეზენტაცია


14.05.2019 თ.ნოზაძე