წრის მუშაობის რეფლექსია
მიმდინარე სასწავლო წლის ოქტომბრის თვეში მოსწავლეების
ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე
ჩემს კლასში ჩამოვაყალიბე მათემატიკის წრე სახელწოდებით- „ნორჩი მოაზროვნე“.
განვსაზღვრე წრის მუშაობის მიზანი, შევადგინე მიზნის
შესაბამისი ესგ-ს სტანდარტებიდან გამომდინარე წრის სამუშაო გეგმა, მოსწავლეებთან ერთად
მოვიფიქრეთ წრის სახელწოდება და დავიწყეთ მუშაობა.
წრის მუშაობის პროცესში ვიყენებდი საინტერესო
და მრავალფეროვან აქტივობებს, ტექნიკურ საშუალებებს,
რაც ხელს უწყობდა მოსწავლეთა მოტივირებასა და ინტერესის გაზრდას. წრის ფარგლებში ეფექტური მუშაობის შედეგია მოსწავლეთა
მათემატიკური უნარების ამაღლება, სააზროვნო უნარების განვითარება და საგაკვეთილო პროცესში აქტიური ჩართულობა.
აქვე ისიც უნდა ავღნიშნო, რომ ჯერ კიდევ
დამჭირდება მუშაობა იმ მიმართულებით, რომ ყველა მოსწავლემ სრულყოფილად აღიქვას კონკრეტული
მათემატიკური საკითხები და ნორმები, რასაც საწრეო მუშაობის გეგმა ითვალისწინებდა. ამიტომ
გადავწყვიტე, მეორე სემესტრის განმავლობაში
გავაგრძელო საწრეო მუშაობა. ვფიქრობ, ხარვეზების გამოსწორება საწრეო მუშაობის გაგრძელებით
არის შესაძლებელი.
წრის ხელმძღვანელი: თინათინ ნოზაძე
20 დეკემბერი,
2017 წელი
Комментариев нет:
Отправить комментарий